Back
Poster_A
(0 Მიმოხილვა)

მიმოხილვა

მიმოხილვა

პროფესიული მიზნებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს პროექტის მონაწილეთა ენობრივი კომპეტენციების გაზრდას და  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისათვის საჭირო საკომუნიკაციო  უნარების განვითარებას. Tech English კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშრებულ ლექსიკას, აუცილებელ ტერმინოლოგიას, ფრაზეოლოგიას, გრამატიკის იმ ასპექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია წინადადებების ასაგებად და ტექსტის გასააზრებლად.

სასწავლო კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს შემდეგ თემებზე:

  • Meeting people
  • Working in the IT Industry
  • Computer Systems: Hardware and Software
  • Websites and their layout
  • Website analytics
  • Database basics
  • Data storage and processing
  • E-commerce
  • Network System
  • IT support
  • IT security and Safety

თითოეული გაკვეთილი ორიენტირებულია კითხვის და მოსმენის უნარის განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემატურ ლექსიკას და ICT მიმართულებით გავრცელებული ტერმინების გამოყენებას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები თამამად  და წარმატებით განაგრძობენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტექ. კურსების შესწავლას.

კურსის აღწერა

  • ლექციები 20
  • ტესტები 12
  • ხანგრძლივობა 20 საათი
  • ცოდნის დონე ყველა
  • ენა English
  • სტუდენტები 2
  • შეფასება დიახ

კურიკულუმი

კურიკულუმი

ლექტორი

ლექტორი

ინგლისური ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური ენის სწავლების 12 წლიანი გამოცდილებით. 2009 წლიდან მარიამი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ასწავლის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე) ენის სხვადასხვა ასპექტს. მარიამის მიერ ჩატარებული სალექციო კურსები და სემინარები მოიცავს შემდეგს:

ინგლისური ფონეტიკის პრაქტიკული კურსი;
ინგლისური ფილოლოგიის შესავალი კურსი;
ბრიტანეთისმცოდნეობის საფუძვლები - სემინარი;
ლექსიკოგრაფიის შესახალი - სემინარი;
ქართული და ინგლისური ლექსიკოგრაფიის ისტორია - კურსი მაგისტრანტებისთვის;
ლექსიკონებისა და ლექსიკოგრაფიის პრინციპები - კურსი მაგისტრანტებისთვის.

მარიამს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია და ჩაბარებული აქვს მასწავლებლის საერთაშორისო გამოცდა - The Teaching Knowledge Test (TKT) სამივე მოდული. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალმოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ხელმისაწვდომია, კოდინგის სკოლის ბენეფიციარებისთვის