Back
გიორგი სეფისკვერაძე

გიორგი სეფისკვერაძე

დეველოპმენტის სფეროში მოღვაწეობა დაიწყო 11 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლად შეისწავლა C++, ხოლო შემდეგ - PHP ენები. ბოლო 6 წელიწადია, რაც მის პროფესიულ მოღვაწეობას განაგრძობს .Net-ის განხრით.

დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ვებ დეველოპმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წლიდან მუშაობდა დეველოპერად (full stack, .Net) სხვადასხვა კომპანიაში, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, Saatec, FlatRock Technology, Softchef, ხოლო 2023 წლიდან მუშაობს Lemondo Business-ში ტექნიკურ ლიდად.