ლია მოშიაშვილი
არის სადაზღვევო კომპანია ალდაგის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი 2019 წლიდან.
პროფესიონალი 10 წლიანი გამოცდილებით მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. დამოუკიდებელი კონსულტანტი სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში.
დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ავტორი და ორგანიზატორი, რომლის მიზანია ციფრული ტექნოლოგიებისა და მედია წიგნიერების გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - გააციფრულე შენი ბიზნესი (UNDP), “ციფრული უნარების გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის” ( PIN), პროფესიული სასწავლებლების გადამზადების პროგრამა ( World Link ), “ქალი მეწარმეების გაძლიერება STEM მიმართულებებში” UN Women და სხვა.
სხვადასხვა ტექნოლოგიური, სოციალური, ეკოლოგიური, სამედიცინო, საგანმანათლებლო ღონისძიების, ფესტივალის, კონკურსისა და კონფერენციის ავტორი და ორგანიზატორი, მათ შორის, Google-ის ყოველწლიური ფესტივალი Devfest, Womentech.