Back

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს – “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის”. 

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად იგეგმება სრული დაფინანსებით და აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული ტექ ინგლისურის, ტექ კურსების, კარიერული ბუთქემფისა და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტებს. 

სამიზნე ქალაქების სკოლებში, ასევე გაიხსნება და სრულად აღიჭურვება, კოდინგის სკოლის ლაბორატორიები ქალებისთვის, რომლებიც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს ყოველდღიურად მოემსახურება. პროექტის მიმდინარეობას თან სდევს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონებში ცნობადობის ამაღლების მიზნით. 

ინტენსიური კურსებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი აქტივობების  დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებისთვის ჩატარდება გადამზადების ფინალური  ღონისძიება, რომელიც აერთიანებს Pitch Yourself სესიებს ინდუსტრიისთვის, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. 

შერჩევის პროცესი

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის ბენეფიციარების შერჩევის პროცესი ხორციელდება პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. 

შესარჩევი პროცესი
  • ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება მონაცემების სისწორის შემოწმება პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ
  • ზოგადი საბაზისო უნარების ტესტი
  • სააპლიკაციო პორტალზე დაწერილი მოტივაციის წერილის შეფასება (საჭიროების შემთხვევაში)*

ზოგადი საბაზისო უნარების ტესტირების შედეგად დგება აპლიკანტების სარეიტინგო სიარომლის მიხედვითაც ხდება ნაკადების გადანაწილება პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონების  და არსებული ადგილების მიხედვით (იხილეთ დანართი)

*სააპლიკაციო ფორმაში მოცემული მოტივაციის წერილი შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რანჟირების ეტაპზე აპლიკანტების ქულები იქნება თანაბარი.

მოტივაციის წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
  • რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა? (1 ქულა)
  • რატომ გსურთ კონკრეტულად ამ კურსის გავლა? (1 ქულა)
  • რა გავლენას მოახდენს თქვენ სამომავლო პროფესიულ გეგმებზე აღნიშნული პროექტი? (1 ქულა)

პროექტის ბენეფიციარები შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გაივლიან ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებას შესაბამის ტექ ინგლისური ენის ჯგუფში გადანაწილების მიზნით.

პროექტის ბენეფიციარები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მიწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის ბენეფიციარების თანამშრომლობის პირობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მაგ. კურსის ჩაგდება) პასუსხიმგებლობის ზომებს/სახეებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამიზნე ლოკაციები მოიცავს
შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი

პროექტის მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ რეგიონში მცხოვრები, 16-დან 40 წლის ასაკამდე ქალები

მნიშვნელოვანი თარიღები:

პროექტის განხორციელების თარიღები | 01.12.2022 – 30.11.2024

წინასწარი ინტერესის გამოხატვა | 13.12.2022 – 06.01.2023

განაცხადების მიღება | 01.02.2023 – 13.02.2023

ბენეფიციარების შერჩევის პროცესი | 13.02.2023 – 23.02.2023

ბენეფიციარების სიის დაკომპლექტება | 27.02.2023

პირველი ნაკადის სწავლების პროცესი | 01.05.2023 –30.09.2023

მეორე ნაკადის სწვლების პროცესი | 01.11.2023 – 30.03.2023

მესამე ნაკადის სწავლების პროცესი | 01.04.2024 – 30.08.2024