მარიამ ქებურია
ინგლისური ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური ენის სწავლების 12 წლიანი გამოცდილებით. 2009 წლიდან მარიამი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ასწავლის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე) ენის სხვადასხვა ასპექტს. მარიამის მიერ ჩატარებული სალექციო კურსები და სემინარები მოიცავს შემდეგს:
ინგლისური ფონეტიკის პრაქტიკული კურსი;
ინგლისური ფილოლოგიის შესავალი კურსი;
ბრიტანეთისმცოდნეობის საფუძვლები - სემინარი;
ლექსიკოგრაფიის შესახალი - სემინარი;
ქართული და ინგლისური ლექსიკოგრაფიის ისტორია - კურსი მაგისტრანტებისთვის;
ლექსიკონებისა და ლექსიკოგრაფიის პრინციპები - კურსი მაგისტრანტებისთვის.
მარიამს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია და ჩაბარებული აქვს მასწავლებლის საერთაშორისო გამოცდა - The Teaching Knowledge Test (TKT) სამივე მოდული. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალმოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.