
სერგო კარაკოზოვი
ციფრულ ინდუსტრიაში განათლება მიიღო და მოღვაწეობა დაიწყო 90-იანი წლების ბოლოს ამერიკასა და კანადაში. მუშაობდა ინტერნეტის მოდერნიზაციის პროექტზე AT&T-ში და Comcast-ში. საქართველოში დაბრუნებისას, კომპანია ITDC-ს შეუერთდა და მუშაობდა სხვადასხვა საინტერესო ინტერნეტ პროექტებზე, მათ შორის, myvideo.ge. 15 წლის მანძილზე იყო დეველოპმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი ITDC-ში, სადაც მსხვილი სამთავრობო და კორპორატიული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობდა.
გახლდათ ვებ ტექნოლოგიების ექსპერტი ორგანიზაცია WorldSkills Georgia-ში. 2014 წელს პროექტის ფასილიტატორი EQE-ში, რომლის ფარგლებშიც დაინერგა პროფესიული განათლების ვებ ტექნოლოგიების და მობილური დეველოპმენტის სტანდარტები.
2015 წლიდან არის რამდენიმე ინტერნეტ მმართველობის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრი, მათ შორის, ISOC და ICANN.
ბოლო 10 წლის განმავლობაში კითხულობს ლექციებს სხვადასხვა ციფრულ ტექნოლოგიებზე, მათ შორის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.