გიორგი (გოგა) თანდაშვილი
არის მხატვარი, დიზაინერი, კომპანიის Artavenue გენერალური დირექტორი. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.
მისი 27 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს გრაფიკული დიზაინის, ინდუსტრიული დიზაინის, სატელევიზიო სტუდიების დიზაინის, სარეკლამო პროდუქციის დიზაინის, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის სფეროებს. ამასთან, აქვს სცენოგრაფიაში 18 წლის, ციფრულ გრაფიკაში 25 წლის, ხოლო პროექტირება-კონსტრუირებაში 15 წლის გამოცდილება.