ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა. BTU პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბს, ბიზნეს აქსელერატორს, კვლევით ცენტრს, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას, ბლოკჩეინ ლაბორატორიას, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, განახლებადი ენერგიების ლაბორატორიას, Android & iOS ლაბორატორიას, ინდუსტრია 4.0 ლაბს და სხვ.
უნიკალური მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამებით, ინოვაციების ხელშეწყობით, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებითა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, ჩვენ სრულიად განსხვავებულ, დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოვადგენთ საქართველოში.
ჩვენ გვაქვს ამბიცია და ყველა საჭირო რესურსი იმისათვის, რომ მივცეთ სტუდენტებს და გარე ბენეფიციარებს მოტივაცია და შესაძლებლობა გახდნენ კონკურენტუნარიანი ძალა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.
უნივერსიტეტის ხედვა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობითა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც მოღვაწეობს.
უნივერსიტეტის მისია
შევთავაზოთ საზოგადოებას უნიკალური გამოცდილება ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში მისი მოლოდინების შესატყვისი თანამედროვე უმაღლესი და პროფესიული განათლება, განვავითაროთ პიროვნების ტექნოლოგიური, ლიდერული და სამეწარმეო უნარ-ჩვევები, სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის მაღალ ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით მივცეთ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანობის მოტივაცია და შესაძლებლობა. სამეცნიერო კვლევების შედეგების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე, ვიყოთ ორიენტირებულნი თანამედროვე ცოდნის შექმნასა და გავრცელებაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.