Back
Cover image
User Avatar

ქრისტინა მაკალათია

4 Students
1 Course

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეიცვალა პროფესია, გადაინაცვლა ტექნოლოგიებში და 2018 წლიდან მოღვაწეობს ვებ დეველოპმენტის სფეროში (Front-end development).

არის კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მისი სწავლების გამოცდილება მოიცავს: ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - Front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან 2022 წლამდე; ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია - Front end development-ის სტაჟირების პროგრამის ხელმძღვანელი 2021 წლიდან 2022 წლამდე; ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია - Front end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან 2021 წლამდე; ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია - Front-end development-ის კურსის ლექტორი 2018 წლიდან 2021 წლამდე.

მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ პროექტებში, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამის და ჯეოლაბის მხარდაჭერით "Front-end-ის კურსი გოგოებისთვის კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან" - Front-end-ის კურსის ლექტორი; ევროკავშირი საქართველოსთვის პროგრამის ფარგლებში ტრენიგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის; ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორიის პროექტი "უნილაბი სკოლაში" - Front-end-ის კურსის ლექტორი; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტში "Front-end პროგრამირება რეგიონში" - Front-end-ის კურსის ლექტორი; ლიბერთი ბანკისა & ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეტის ერთობლივი გადამზადების პროექტი - “Front-end development კურსი ქალებისთვის” - Front-end-ის კურსის ლექტორი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართული პროექტი - “500 ქალი ტექნოლოგიებში”.

  • course thumbnail

    Frontend დეველოპმენტი – ქრისტინა მაკალათია

    12 Weeks
    Beginner
    35 Lessons
    0 Quizzes
    4 Students

    პროგრამის მიზანია, მსმენელებს მისცეს ცოდნა ვებგვერდის შექმნის ტექნიკებში და განუვითაროს უნარები HTML, CSS და JavaScript პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით, რაც დაეხმარებათ შეძლონ ყველა რეზოლუციაზე მორგებული ვებგვერდების შექმნა. პროგრამის აღწერა.

    ხელმისაწვდომია, კოდინგის სკოლის ბენეფიციარებისთვის