ქრისტინა მაკალათია
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეიცვალა პროფესია, გადაინაცვლა ტექნოლოგიებში და 2018 წლიდან მოღვაწეობს ვებ დეველოპმენტის სფეროში (Front-end development).
არის კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
მისი სწავლების გამოცდილება მოიცავს: ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - Front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან 2022 წლამდე; ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია - Front end development-ის სტაჟირების პროგრამის ხელმძღვანელი 2021 წლიდან 2022 წლამდე; ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია - Front end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან 2021 წლამდე; ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია - Front-end development-ის კურსის ლექტორი 2018 წლიდან 2021 წლამდე.
მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ პროექტებში, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამის და ჯეოლაბის მხარდაჭერით "Front-end-ის კურსი გოგოებისთვის კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან" - Front-end-ის კურსის ლექტორი; ევროკავშირი საქართველოსთვის პროგრამის ფარგლებში ტრენიგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის; ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორიის პროექტი "უნილაბი სკოლაში" - Front-end-ის კურსის ლექტორი; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტში "Front-end პროგრამირება რეგიონში" - Front-end-ის კურსის ლექტორი; ლიბერთი ბანკისა & ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეტის ერთობლივი გადამზადების პროექტი - “Front-end development კურსი ქალებისთვის” - Front-end-ის კურსის ლექტორი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართული პროექტი - “500 ქალი ტექნოლოგიებში”.
- Free
Frontend დეველოპმენტი – ქრისტინა მაკალათია
35 Lessons4 Students